,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ’’ N138/2024 დადგენილების, თსუ რექტორის 2026 წლის 21 ივლისის “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ N181/01-01 ბრძანებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად დოქტორანტობის შემდეგი კანდიდატები:
1.1.ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2.ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3.სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4.ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5.იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).
2. ჩაითვალონ ჩარიცხულად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, ორი თვის ვადაში შესაბამისი დოკუმენტაციის (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარება/დადასტურება) წარმოდგენის შემთხვევაში წინამდებარე ბრძანების N8 დანართის შესაბამისად (დანართი N8);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
რექტორი ჯაბა სამუშია